ორსართულიანი მატარებლები საქართველოში 17 ივლისს შემოვა. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, მატარებლები ზაფხულშივე დადგებიან უკვე არსებულ მიმართულებებზე, თბილისიდან ბათუმამდე.
”ზაფხულისთვის ჩვენ სიურპრიზი მოვუმზადეთ ჩვენს მგზავრებს, მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობას, რადგან უფლება მოგვცა შევისყიდოთ 4 ერთეული ახალი ორსართულიანი ”შტადლერის” მატარებელი, რომელიც მიიჩნევა ერთ- ერთ საუკეთესო ტექნოლოგიად ევროპაში”, – განაცხადა ბახტაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ”შტადლერის” თითო ორსართულიან მატარებელში “საქართველოს რკინიგზამ” 9მლნ 950 ათასი ევრო გადაიხადა, მგზავრობის ტარიფები იგივე დარჩება.