მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ შეიტყო ენი ჰეთეუეის ორსულობის შესახებ, მსახიობი ხშირად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი ჰეთეუეი არასოდეს გამოდის ქუჩაში მარტო. ამჯერად ის პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს.
ენი ჰეთეუეიმ, კაფეში ვიზიტისთვის სპორტული სამოსი შეარჩია. მას შავი ტყავის ქურთუკი, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი და ნაქსოვი ბლუზონი ეცვა. 7 თვის ორსული ვარსკვლავი და მისი მეუღლე ადამ შულმანი ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ ერთ-ერთი კაფედან. ამას წინ უძღოდა წყვილის დასვენება ზღვის სანაპიროზე და ვიზიტი ბავშვთა მაღაზიებში.