LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულად ვიყავი, ბავშვი ციხეში მომეშალა – მაგდა პაპიძე შვილის მამას ასახელებს(ვიდეო)

957
a50658b

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ მან სასამართლოზე ერთადერთი ტყუილი თქვა. როგორც მან “იმედისთვის” მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, მეორე შვილს, რომელიც ციხეში მოეშალა, არა მეუღლის – ომარ ქაფიაშვილისგან, არამედ ოთო ბერძენიშვილისგან ელოდებოდა.

“ერთადერთი ტყუილი რაც მე სასამართლოზე ვთქვი და მაიძულეს და ისევ ოთოს გამო ვთქვი, რომ სტრატეგიული ეჭვები ამ ბიჭის მიმართ არ ყოფილიყო, ღმერთი დავიფიცე და ტყუილი ვთქვი და მადლობა ამ შანსისთვის, ვთქვი, რომ ეს ოთოს შვილი არ იყო. ეს იყო ოთოს შვილი, ოთომ იცოდა, რომ მისგან ვიყავი ორსულად მაგ დღეს ვუთხარი ზუსტად. ეს ბავშვი მე ციხეში მომეშალა და აღარაა. ეს ბავშვი არავის უდარდია, იმიტომ რომ არ დარბოდა, მაგრამ 10 დღეში გულის ცემა უნდა მოგვესმინა. ეს იყო ჩანასახი, რომელიც იყო ცოცხალი. ღალატისთვის თავს ვერავინ გაიმართლებს, ვერც ქალი და ვერც კაცი,”- აცხადებს პაპიძე.

 

პოპულალურები