ენ ჰეთეუეი, ორსულობისას მომატებული წონის მიუხედავად, ჟურნალ Vanity Fair-ის წვეულებაზე ბრწყინავდა.
მსახიობი ხალიჩაზე ქმართან, ადამ შულმანთან ერთად პოზირებდა. ფოტოები კი შემდეგ „ინსტაგრამზე“ განათავსა.
ოსკაროსანი ჰეთეუეი დედა მალე გახდება, თუმცა მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ენი ძალიან აქტიურია.
„თითქოს ორსულობას მისთვის არაფერი შეუცვლია. ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ უფრო ბედნიერია, ვიდრე ადრე,“- ამბობს People-ის წყარო.