ენი ჰეთეუეი პაპარაცებმა ამჯერად ბევერლი-ჰილზის ქუჩებში შენიშნეს, სადაც ოსკაროსანი მსახიობი საშოპონგოდ გამოვიდა. მსახიობი საბავშვო მაღაზიიდან დიდი ჩანთით გამოვიდა, სავარაუდოდ მომავალმა დედამ პატარასთვის სამოსი და აქსესუარები შეიძინა. თავად ენის თავისუფალი სტილის სამოსი ეცვა, თუმცა მაინც შესამჩნევი იყო მისი სხეულის ფორმები. ვარსკვლავი ორსულობის მეხუთე თვეშია და უკვე საგრძნობლადაა მომატებული წონაში.
შეგახსნებეთ, რომ ნოემბრის ბოლოს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ენი და მისი მეუღლე, 34 წლის დიზაინერი ადამ შულმანი შვილს ელოდებიან.
