LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ირინა ბაირამაშვილისთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი ჯოჯოხეთად იქცა: „კლინიკიდან მე-18 დღეს გამომწერეს…“

1827
irinabairamashvili45

ფეხმძიმე მომღერალ ირინა ბაირამაშვილს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. მას ორსულობის ბოლო პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდა, რომელსაც, როგორც ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, თავიდან შინ ებრძოდა ბევრი სითხის მიღებით, თუმცა მესამე დღეს ისე დამძიმდა, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. დღეების განმავლობაში მას უამრავ მედიკამენტს უკეთებდნენ, მშობიარობის შემდეგ კი ასევე გართულებები ჰქონდა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, კლინიკიდან მე-18 დღეს გამოწერეს, როდესაც მისი ანალიზები, როგორც იქნა, მწყობრში ჩადგა.

ირინა ბაირამაშვილი:

„გასაწერად რომ მზად ვიყავი, დედას ვფიცავარ, თავიდან დავიბადე. პალატაში წინ და უკან დავდიოდი და ჩემმა ქმარმა გასასვლელად ტანსაცმელი რომ შემომიგზავნა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საპყრობილედან გამოვდიოდი… ბავშვი გაზრდილი გამოვიყვანე და ახლა კარგი გოგო უნდა შევურჩიო-მეთქი, ვხუმრობ. უზომოდ მადლიერი ვარ ექიმებისა და კლინიკის, ბავშვს სასწაულად უვლიდნენ, გაზრდილი და რეჟიმში ჩამჯდარი გამომატანეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g