LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული კაილი ჯენერი მუცელს დიდი ზომის ტანსაცმელში ფარავს (ფოტო)

271

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კარდაშიანების ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი, კაილი ჯენერი ორსულად არის. ამ ამბის შემდეგ პაპარაცები ცდილობენ, მისი წამოზრდილი მუცელი დააფიქსირონ.

23 სექტემბერს ჯენერი მუსიკალურ ფესტივალ IHeartRadio-ზე გამოჩნდა. კაილის დიდი ზომის მაისური ეცვა, შესაბამისად შეცვლილი ფორმების გადაღების საშუალება ვერავის მიეცა.

კაილი ფესტივალზე თავის ბოიფრენდთან, ტრევის სკოტთან ერთად იმყოფებოდა. ეს უკანასკნელი დემი ლოვატოსთან და  Chance The Rapper-თან ერთად გამოდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები