7 თვის ორსულმა მეგან მარკლიმ „ბეიბი შაუერის“ წვეულება ნიუ-იორკში საიდუმლო ვიზიტისას დაგეგმა. ღონისძიებას, სადაც პატარას დაბადებამდე საჩუქრებს აგროვებენ, მეგანის უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
პაპარაცებმა ნიუ-იორკში მდებარე რესტორანთან ყველა სტუმრის გადაღება მოახერხეს. მათ შორის იყვნენ აბიგეილ სპენსერი, ჯესიკა მალრუნი და სერენა უილიამსი.

მეგანი წვეულებაზე პირველი გამოჩნდა, ის რესტორანში დაცვის თანხლებით შევიდა. ამჯერად სასექსის ჰერცოგინიამ არჩევანი ვიქტორია ბექჰემის შავი ფერის პალტოზე გაკეთა.



