მეგან მარკლი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პაპარაცებმა პირველად გადაიღეს. სასექსის ჰერცოგინია პატარა არჩისთან ერთად სანტა-ბარბარაში, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდა. ორსულ მეგან მარკლის არჩი ხელში ჰყავდა აყვანილი და სახლისკენ მიემართებოდა. თავად მარკლის ჯინსები, სანდლები და პლაშჩი ეცვა. შედარებით თბილად იყო გამოწყობილი წლინახევრის არჩი, რომელიც საოცრად ჰგავს მამას.
შეგახსენებთ, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან. მეგან მარკლი ორსულობის ბოლო თვეშია და სულ მალე წყვილს გოგონა შეძინება.

