იანვრის დასაწყისში დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ 50 წლის მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი მამობისთვის ემზადებოდა. პრესის მტკიცებით, მისი მეგობარი გოგონა, მოდელი როზი ჰანტინგტონ-უაიტლი ორსულად არის. ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ დადასტურდა, რაც ამ დღეებში პაპარაცებმა ლამაზმანის მომრგვალებული მუცელი დააფიქსირეს. ც
ნობისმოყვარე ფოტოგრაფებმა როზი ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაიღეს. იგი მუცლის დაფარვას ცდილობდა, თუმცა ორსულობის დამადასტურებელი ფაქტები უკვე არსებობს. ამ დროისთვის მომავალ დედას და მამას კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი და მოდელი ერთმანეთს შვიდ წელზე მეტია ხვდებიან. ერთი წლის წინ ისინი დაინიშნენ, თუმცა როგორც ჩანს, ქორწილისთვის არ ჩქარობენ. გადაუმოწმებელი ინფორმაციით კი, ურთიერთობას ისინი ბავშვის დაბადების შემდეგ გააოფიციალურებენ.