ორთაჭალაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.
გარდაცვლილია 1 ადამიანი. დაშავებულია 4 პირი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა გვიან ღამით დევნილთა დასახლებაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
დაშავებულები გვიან ღამით ჯანდაცვის მინისტრმა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.
„სავარაუდოდ საუბარია გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც გამოიწვია აფეთქება და დატრიალდა ტრაგედია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და რა თქმა უნდა ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი“, – აცხადებს მინისტრი.