LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორთაჭალიდან საბურთალომდე მოდიან ფეხით, ეს არა მხოლოდ ქორწინება, ამავდროულად არის ამბოხი!” – “კაა” დაოჯახდა

333
BeFunky-collage (20)

ზვიად კუპრავას თანამებრძოლი, ლაშა ცუცქირიძე, რომელიც ივნისის აქციაზე გაკეთებული შეძახილით “კაა”-თი გახდა პოპულარული, ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.

“ეს არის სიყვარული. ეს არის ბრძოლა და მოძრაობა დინების წინააღმდეგ!

საყოველთაო კარანტინის და შეზღუდვების პირობებში, როდესაც ქოცების გარდა მანქანით გადაადგილება შეზღუდულია ყველა  სულიერისთვის, ლაშამ და ლინამ გადაწყვიტეს, დაქორწინდნენ და ორთაჭალიდან (ლინას სახლიდან) საბურთალომდე საქორწინო მოგზაურობაში მოდიან ფეხით – უკვე საერთო სახლში  (ფოტო გზიდან)

ეს არ არის მხოლოდ ქორწინება, ამავდროულად ეს არის ამბოხი! დანაშაულებრივი სისტემის მიერ, შემოთავაზებული რეჟიმის წინააღმდეგ!

ბედნიერება და წარმატებები თქვენ, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო

მეგობრებო, რაც შეიძლება მეტი გული ვაჩუქოთ ამ წყვილს”- წერს კუპრავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g