ჯენიფერ ლოპესი და დრეიკი, რომელთა რომანიც მხოლოდ ორ თვეს გაგრძელდა, ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ პრესას ვარსკვლავებთან დაახლოებულმა პირებმა განუცხადეს.
„მათი ურთიერთობა მორჩა, გადაწყვიტეს, რომ დროებით პაუზა აიღონ, არა იმიტომ, რომ ერთად არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ გიჟური გრაფიკი ერთად ყოფნის საშუალებას არ იძლევა“, – განაცხადა ინსაიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ლოპესისა და დრეიკის ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა, რეპერმა საყვარელი ქალის შვილების გაცნობაც მოასწრო, ხოლო ცოტა ხნის წინ მან ლოპესს 100 ათას დოლარად შეფასებული სამკაულიც აჩუქა.