„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა.
მასთან ერთად იმყოფებიან კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.
როგორც ნიკა მელიამ გაფრენის წინ „ფორმულასთან“ საუბარში განმარტა, ექსპრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს.
„ორწელიწადნახევარია, კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის – თავისას”. – განაცხადა კიევში გაფრენამდე მელიამ.
შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოო გადაწყვეტილბა არ მიუღია, შევიდეს თუ არა პარლამენტში.
აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.