LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარების“ ცერემონია 2021 წლის აპრილში ჩატარდება

161
oscarsnewsjune

კრიტიკოსთა ვარაუდი „ოსკარების“ ცერემონიალის გადატანასთან დაკავშირებით, გამართლდა. ცნობილი ხდება, რომ „ოსკარები“ 2021 თებერვლის ნაცვლად 2021 წლის 25 აპრილს ჩატარდება. რიგით 93-ე ცერემონია პანდემიის გამო გადაიდო: „ას წელზე მეტია კინოფილმებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ცუდ დროებზე. ფილმები ამშვიდებდა და ამხნევებდა ადამიანებს, ისინი წელსაც ჩვენთან არიან. ვიმედოვნებთ, რომ ცერემონიალის გადაწევა ხელს შეუწყობს კინემატოგრაფებს, შექმნან და დროულად დაასრულონ ფილმები“ –  ნათქვამია აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სავარაუდოდ, ნომინანტების ვინაობა 15 მარტს გახდება ცნობილი. ასევე შეიცვალა ბრიტანული კინოს მთავარი ჯილდოს, BAFTA-ს ცერემონია და ის 11 აპრილს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები