LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარების“ წითელი ხალიჩის ყველაზე წარუმატებელი „ლუქები“

412
page

„ოსკარების“ ცერემონია ტრადიციულად, არა მხოლოდ კინოს, არამედ მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები ხშირად ცდილობენ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი „ლუქებით“ გამოჩნდნენ, თუმცა ყველა არჩევანი წარმატებული არ აღმოჩნდება ხოლმე.

„ოსკარი“ 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია

ლეონარდო დიკაპრიომ რჩეული, ვიტორია ჩერეტი ჰოლივუდის ყველაზე დიდ საღამოზე პირველად მიიყვანა

მედიაში უკვე გავრცელდა 2026 წლის „ოსკარების“ წითელი ხალიჩიდან ყველაზე წარუმატებელი „ლუქები“

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური „ლუქი“ მოირგო ფილმის, „ჰამნეტი“ რეჟისორმა, ქლოი ჟაომ. ის ფოტოგრაფების წინაშე შავი, მბზინავი ქსოვილისგან შექმნილ სამოსში წარსდგა, რომელიც ბრენდის, Gabriela Hearst-ის ნამუშევარი გახლდათ. კრიტიკოსების აზრით, მისი „ლუქი“ უფრო ტრაურის განწყობას ქმნიდა, ვიდრე სადღესასწაულოს.

არანაკლები ყურადღება მიიქცია მწერალმა, მეგი ო’ფერელმა, რომელმაც კაშკაშა ვარდისფერ სამოსს ვუალი შეუხამა. კრიტიკოსებმა ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად შეაფასეს.

მსახიობი, დანიელ ბრუკსი კი კრიტიკის ობიექტი იმის გამო გახდა, რომ მისი კაბა აშკარად დიდი ზომის იყო, რამაც საერთო ვიზუალი გააფუჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები