ლოს-ანჯელესის „დოლბის“ თეატრში წლის ყველაზე მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია – „ოსკარი“ გაიმართა. ღონისძიება რიგით 88-ე იყო და ის კრის როკს მიჰყავდა. „წლის ფილმი“ „ყურადღების ცენტრში“ გახდა, „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ – ლეონარდო დიკაპრიო („გადარჩენილი), ხოლო „საუკთეესო მსახიობი ქალი“ – ბრი ლარსონი („ოთახი“).
გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:
წლის ფილმი – „ყურადღების ცენტრში“
„საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ – ლეონარდო დიკაპრიო („გადარჩენილი)
„საუკთეესო მსახიობი ქალი“ – ბრი ლარსონი („ოთახი“)
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – ალისია ვიკანდერი, „გოგონა დანიიდან“
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი – მარკ რაილენსი, „ჯაშუშთა ხიდი“
საუკეთესო რეჟისორი – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, „გადარჩენილი”
საუკეთესო ანიმაციური ფილმი – „თავდაყირა“
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „ემი“
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა – ენიო მორიკონე, „საძულველი რვა“
საუკეთესო საუნდტრეკი – სემ სმიტი, writings on the wall, “007:სპექტრი”
„შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“, პროექტმა გაიმარჯვა კატეგორიებში – საუკეთესო ტანსაცმლის დიზაინი; საუკეთესო პროდაქშენი; საუკეთესო ვარცხნილობა და მაკიაჟი; საუკეთესო მონტაჟი; საუკეთესო მუსიკალური გაფორმება; საუკეთესო მუსიკალური მიქსი.
შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფილმად აღიარებული „სფოთლაითის“ ნახვა საქართველოს კინოთეატრებში შეგიძლიათ.