ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. BAFTA-სგან და „ოქროს გლობუსისგან“ განსხვავებით, ცერემონისს დრესკოდი ამჯერად შავი არ ყოფილა: ვარსკვლავები საკმაოდ მრავალფეროვანი ჩაცმულობებით გამოცხადნენ.
საღამოზე თეთრის, ვარდისფერისა და იისფერის ტონალობები სჭარბობდა. ლორა დერნმა, მარგო რობიმ, კამილა ალვესმა და ჯეინ ფონდამ არჩევანი თეთრი ფერის ჩაცმულობაზე გააკეთეს. სელმა ჰაიეკმა, ელიზაბეტ მოსმა და მირა სორვინომ უპირატესობა ვარდისფერს მიანიჭეს. იყო ალტერნატიული ჩაცმულობებიც: ემა სტოუნი პიჯაკში გამოწყობილი მივიდა, ნიკოლ კიდმანი – ლურჯი კაბით, რომელსაც უზარმაზარი ბაფთა ამშვენებდა.
საღამოს წამყვანი ჯიმი ქიმელი იყო, რომელსაც ცერემონია გასულ წელსაც მიჰყავდა. ქანდაკებების გადაცემაში კი მონაწილეობა სანდრა ბულოკმა, მეთიუ მაკკონაჰიმ, ნიკოლ კიდმანმა და სხვა ვარსკვლავებმა მიიღეს.