მიუხედავად იმისა, რომ „ოსკარების“ მთავარი პრეტენდენტები, როგორც წესი, შემოდგომაზე ხდებიან ცნობილები, გამოცემა Variety-ის კინოკრიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ 2019 წელს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოსთვის უკვე არსებობენ მთავარი პრეტენდეტები – „შავი პანტერა“, „წყნარი ადგილი“, „რეინკარნაცია“ და ა.შ.
კრიტიკოსებმა სხვა რჩეულებიც გამოავლინეს:
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ითან ჰოუკი, „პირველი რეფორმატორული ეკლესია“, საუკეთესო მსახიობი ქალი – ტონი კოლეტი, „რეინკარნაცია“, მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – მაიკლ ბი ჯორდანი, „შავი პანტერა“, ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – კეტრინ ნიუტონი, „სექსი არ იქნება!!!“