LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარის“ ყველაზე რეალური კანდიდატი უკვე ლოს-ანჯელესშია (ფოტო)

90

ბრი ლარსონი, რომელმაც უკვე მიიღო ოქროს გლობუსის, კრიტიკოსთა გილდიისა და BAFTA-ს ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, უკვე ლოს-ანჯელესშია. ბრი ლარსონი ავსტალიაში იმყოფებოდა, სადაც ის ახალი ფილმის გადაღებებში მონაწილეობს. ამ მიზეზით ის ვერ დაესწრო BAFTA-ს დაჯილდოვებას.

ოსკარებისთვის კი, მსახიობმა რამდენიმე დღიანი პაუზა აიღო და ლოს-ანჯელესში ჩავიდა.  ის ფანტასტიურად გამოიყურებოდა ჯინსის შარვალსა და სპორტულ ზედატანში. უმაკიაჟო ბრი ლარსონი აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე პაპარაცების ობიექტივში მოხვდა.

ფილმი „ოთახი“ ბრი ლარსონისთვის ნამდვილი გარდატეხაა კარიერაში. ის მოკლე დროში გახდა პოპულარული და გამარჯვების შანსი არც ერთ ცნობილ მსახიობს არ დაუტოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g