„ოსტატი“ საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ის კომპანიაა, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და დეტალებზე განსაკუთრებულად ზრუნავს. პროფესიონალი გუნდი, თანამედროვე მიდგომები და კლიენტზე ორიენტირებული მომსახურება მას საშუალებას აძლევს, ნებისმიერი მასშტაბის პროექტი წარმატებით განახორციელოს – დაწყებული საცხოვრებელი კომპლექსებიდან, დასრულებული კომერციული თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებით. „ოსტატისთვის“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მყარი კედლების აშენება, არამედ მყარ საფუძველზე ურთიერთობების შენება – პარტნიორებთან, დამკვეთებთან და იმ ადამიანებთან, ვისთვისაც თითოეული პროექტი მომავლის ნაწილია.
ეთო ნებიერიძე, სამშენებლო კომპანიის „ოსტატი“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:
– სამშენებლო კომპანია „ოსტატი“ უკვე 10 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ის აწარმოებს ნებისმიერი სირთულის სამშენებლო სამუშაოებს როგორც საკუთარ ობიექტებზე, ასევე დაკვეთით. მის ბალანსზე დღეისთვის 100-ზე მეტი განხორციელებული პროექტი ირიცხება. ჩვენი მუშაობის ქვაკუთხედი არის პროფესიონალიზმი, უმცირეს დეტალებამდე გათვლილი სიზუსტე და ტექნიკური სრულყოფილება. გვეამაყება, რომ საერთაშორისო ბრენდებიც გვანდობენ საკუთარი ბიზნეს ინფრასტრუქტურის გამართვას.

ამჟამად „ოსტატი“ ორ მნიშვნელოვან საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს – „პანორამა ზაჰესი“ და „მწვანე მუხიანი“ გამოირჩევიან ხელსაყრელი ლოკაციით, მოქნილი პირობებითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით. ორივე პროექტი მომავალ მობინადრეებს, დათქმული ვადების შესაბამისად, 2025 წლის დეკემბერში მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარდება. სხვათა შორის, „მწვანე მუხიანში“ ბინების 95% უკვე გაყიდულია, დარჩენილია სულ 3 ბინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველებმა უნდა იჩქარონ.
„ოსტატს“, აღნიშნული პროექტების ფარგლებში, ემიგრანტებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. „დაბრუნდი შენს სახლში“ – ასეთია კომპანიის გზავნილი, რომლითაც ემიგრანტებს ვთავაზობთ 15%-მდე ფასდაკლებას და შიდა უპროცენტო განვადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნიდან შორს მყოფ ადამიანებს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ სამშობლოში.

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ოსტატი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიის სამომავლო გეგმები მოიცავს როგორც მასშტაბური საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას, ისე პორტფოლიოს დივერსიფიცირებას, რათა კომპანიამ სრულად უპასუხოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და გააძლიეროს ლიდერის პოზიცია ქართულ სამშენებლო სფეროში. მნიშვნელოვანი აქცენტები კვლავაც გაკეთდება ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მშენებლობებზე, სივრცეებზე, სადაც ხარისხი და კომფორტი ერთიანდება. გარდა ამისა, მინდა თქვენთან ექსკლუზიურად დავაანონსო, რომ სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით, უახლოეს მომავალში, „ოსტატი“ წარადგენს ახალ პროექტს – მულტიფუნქციურ საცხოვრებელს მუხიანში, სადაც ყველა დეტალი გათვლილი იქნება მომავალი მობინადრის ყოველდღიური კომფორტის შესაქმნელად, განაშენიანებით დაწყებული, ფუნქციონალური და კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი დასრულებული.

ჩვენი პროექტებით დაინტერესების შემთხვევაში ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ვებგვერდის, ისე სოციალური ქსელის თითქმის ყველა პლატფორმის მეშვეობით. გვყავს გაყიდვების სპეციალიზებული გუნდი. იქიდან გამომდინარე, რომ ბინის შეძენა არ არის მარტივი პროცესი, ხოლო ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომავალ მობინადრესთან აქტიური და ღია კომუნიკაცია, ვცდილობთ, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.