დაიწყნარე ნერვები, ქუჩაში გასულიყავი და მაკოს და იმ 21 წლის გოგოს თვალებს რომ თხრიდნენ, როცა აღარ იყო არც პარლამენტში შემოვარდნის საფრთხე, სად იყავით მაშინ – ამ განცხადებით დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა.
პასუხად “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა – “აქ ვიყავი.”
“ოთახში კი ნუ იმალებოდი მიშა, იქ უნდა გასულიყავი და გადაფარებოდი იმ ბავშვებს, ვისაც თვალები დათხარეს”, – მიმართა ყაველაშვილს ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, “მათი უტიფარი განცხადებები”, სვამს ტოლობის ნიშანს მოძალადეებსა და მათ შორის.
“ჩემიანი თუ აკეთებს ყველაფერი მოსულა? სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს.