LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ დანელია დღეს სოფლის განვითარების გეგმას წარადგენს

79

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დღეს საერთაშორისო კონფერენციაზე სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით სამინისტროს ხედვას საჯარო განხილვისთვის წარადგენს.

როგორც „ფორტუნას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის განვითარების გეგმის საბოლოო დოკუმენტის შესამუშავებლად, სამინისტროს ინიციატივით კონფერენციაში მონაწილეობს ყველა ის უწყება, რომელიც სოფლის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ჩაერთვება.

საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში და ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC)დაფინანსებით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები