LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ დანელია: ევროკავშირის დირექტივების ძირითადი წილი სოფლის მეურნეობაზე მოდის

48

ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, დირექტივების ძირითადი წილი სოფლის მეურნეობაზე მოდის, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საგარეო საბაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნებზე ვაჭრობის 20%-იანი წილი მოდის. წელს დაგეგმილია ვაჭრობის უფრო მეტი დიფერისიფიკაცია.

“ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე მინდა შეგახსენოთ, ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი აქტიურობა, მათ შორის ,2017 წლის ბორდის ცივილიზაციის ცენტრში ღვინის კუთხის გახსნა, ასევე ხმელთაშუა ზღვისა და ევროპის ცივილიზაციის მუზეუმში ქართული ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა. გვაქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყანაში ქართული სოფლის პროტოტიპის კუთხით,”  -განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, ეს არის ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციონირებისთვის ევროკავშირში, მათ შორის – პროდუქტების მომზადება და სერტიფიცირება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, რათა მოხდეს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

“ძირითადი მიმართულებებია თევზ-პროდუქტები, ასევე არის ქართული თაფლი, რომელიც წელს გავა ევროკავშირში, ვინაიდან ყველა პირობა უკვე არსებობს ქვეყანაში, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები გაკეთდეს და მოხდეს ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ღვინის ექსპორტი, რომელიც გაზრდილია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-ით არის გაზრდილი და მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ევროპულ ქვეყნებზე მოდის“, – განაცხადა დანელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები