თურქეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ დოკუმენტი გადასახედია – ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააკეთა.
”ეს არ არის საუკეთესო დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს. სამწუხაროდ, მას გადახედვა სჭირდება და ამაზე მუშაობა დაწყებულია. თუმცა გვაქვს ეს ურთიერთობა და რაზეც მოქმედებს ეს კარგია”, – განმარტა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2007 წლის 21 ნოემბერს იქნა ხელმოწერილი და 2008 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში.
ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდა იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთვაჭრობისას აღარ შემოიღებდნენ იმპორტზე ახალ საბაჟო გადასახადებს და მისი ექვივალენტის მქონე მოსაკრებლებს.