LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა

82

ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა.

ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ყოფილი მთავარი პროკურორის სისხლის სამართლებრივი დევნა და რომელი მუხლით.

ოთარ ფარცხალაძე დღეს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იყო დაბარებული.

ოთარ ფარცხალაძის გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ბოლო დროს კი მისი გვარი ე.წ. „ომეგას“ საქმის ირგვლივ გაჟღერდა. მედიაში გავრცელებულ ფარულაუდიო ჩანაწერებში, სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მას ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაში ადანაშაულებს. ამავე საქმის ფარგლებში, “ომეგას” დამფუძნებლები, ფულის გამოძალვაზეც საუბრობენ, სადაც მათივე განცხადებით, ფარცხალაძეც ფიგურირებს. აღსანიშნავია, რომ თავად სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ფარცხალაძის მხრიდან რამე ტიპის მუქარა მოგვიანებით უარყო, აუდიო ჩანაწერებს კი დადგმული უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები