LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ჯორჯიკია პლასიდო დომინგოსთან ერთად იმღერებს

108

ქართველი ტენორი, ოთარ ჯორჯიკია პეტერბურგში იმყოფება, სადაც „თეთრი ღამეების“ ცნობილი ფესტივალი იმართება. მის ფარგლებში, ერთ-ერთ სპექტაკლად შეარჩიეს ჯუზეპე ვერდის „სიმონ ბოკანეგრა“, სადაც ერთ-ერთ მთავარ, გაბრიელე ადორნეს როლს სწორედ ქართველი ტენორი შეასრულებს.

როგორც ოთარ ჯორჯიკიამ „ფორტუნას“ განუცხადა, პირველად მარინის თეატრში ამ სპექტაკლში ამა წლის მარტში იმღერა, თუმცა ამჯერად მასთან ერთად სცენაზე შემსრულებელთა განსხვავებული შემადგენლობა გამოვა, მათ შორის ტატიანასერჟანი, მიხაილპეტრენკო, რომანბურდენკო და პლასიდო დომინგო,ბოკანეგრას როლში.

ქართველ საოპერო მომღერალს ვკითხეთ, როგორი მოლოდინი ჰქონდა დომინგოსთან შეხვედრის წინ – „ყოველთვის ძალიან შორი მეგონა ასეთ გენიოსებთან შეხვედრა, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ…“

„თეთრი ღამეების“ ფესტივალი მარინის თეატრში საკმაოდ დიდ პროგრამას მოიცავს. მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში პეტერბურს მსოფლიოდან უამრავი ცნობილი მუსიკოსი სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g