LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე სასამართლომ 2 200-2 200 ლარით დააჯარიმა

116
2025-01-21_01-21-30_897216

რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები, 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე სასამართლომ 2 200-2 200 ლარით დააჯარიმა.

ორივე ახალგაზრდას ოლიგარქის პროკურატურა „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას” ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და ტყემალაძე 18 იანვარს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ნიღბიანებმა გაიტაცეს, როცა აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g