LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს დაესწრო

116
ოთო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა და უწყების 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რაც მიზნად ადგილობრივი ფერმერების კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერას ისახავს.

ოთარ შამუგიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებს.

„ფერმერების და მეწარმეების დასახმარებლად 15-მდე პროექტს ვახორციელებთ. მათი წყალობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 112 პროცენტითაა გაზრდილი აგროწარმოება და თითქმის 150 პროცენტამდეა გაზრდილი ექსპორტი. აჭარას გამორჩეულად დიდი პოტენციალი აქვს შეიქმნას მეტი დოვლათი და გაიზარდოს მოსახლეობის კეთილდღეობა”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პოპულალურები