გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს გუდლეიგურ თორ თორდარსონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის გზები და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ქართულმა მხარემ ისლანდიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით ისლანდიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.