გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქართული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და ექსპორტის ზრდის პოტენციალის საკითხებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოცვის ბაღების ფართობების ზრდის ტენდენციაზე და სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაზე, მათ შორის, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ ახალ პროგრამაზე, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, მალფუჭებადი კულტურები შეინახოს და ისინი შემდეგ, ეტაპობრივად, სასურველ ბაზრებზე რეალიზაციისთვის გაიტანოს.
ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებმა ბაზრების დივერსიფიკაციაში სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და, სამომავლოდ, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრების გამართვის სურვილი და აქტიური ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.