LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ წარდგენას დაესწრო

120
14

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარდგენას დაესწრო.

პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით დაიწყო, საქართველოში ირიგაციის სისტემების გაუმჯობესებით ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის და მიწის მართვის პრაქტიკის დანერგვას.

„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და ის თანაბრად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ.

ოთარ შამუგიამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ; დღეს ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად 10-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს მოიცავს – ფერმერებსა და მეწარმეებს ვეხმარებით როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამუშავებისა და ახალი ბაზრების ათვისების კუთხით. მომავალ წელს სხვადასხვა ბაზარზე ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების ინტეგრაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაახლოებით 20 მლნ ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დასრულების ფაზაში მყოფ „საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტზეც“, რომელიც ასევე მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ხორციელდება. როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა – ირიგაციის სისტემების რეაბილიტაციის ნაწილში ფერმერებისთვის წყალუზრუნველყოფა დაახლოებით 17 500 ჰა ფართობზე გაუმჯობესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g