LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია საქართველოში იტალიის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

134
ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებასა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„საქართველოსა და იტალიას შორის წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ბოლო წლებში, გაზრდილია სავაჭრო ურთიერთობებიც, თუმცა ამ მიმართულებით, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენ მეგობარ ქვეყნებთან, რადგან დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების და რეფორმების განხორციელებისთვის მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ქვეყანაში როგორც წარმოების ხარისხის გაუმჯობესების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის, ასევე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და საექსპორტო პოტენციალს ევროპის, მათ შორის, იტალიის ბაზარზე“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მასიმილიანო დ’ანტუონოს თქმით, იტალია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც ევროინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულებების შესრულების, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g