LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ტატიშვილი: „თბილისის დინამომ თავი მოგვჭრა, ვისთან წააგეს? სტომატოლოგთან და მეთევზესთან!..“

2427
otartatishvili2092555

„იმედის“ წამყვანი, ოთარ ტატიშვილი დილის გადაცემაში გამოეხმაურა თბილისის დინამოს გუშინდელ თამაშს ფარერების კუნძულების კლუბთან „კლაკსვიკთან“ და აღნიშნა, რომ არ შეუძლია, ეს თამაში კომენტარის გარეშე დატოვოს.

ოთარ ტატიშვილმა თქვა:

„ძალიან შეურაცხყოფილი ვარ პირადად მე და მთელი ერი და გამორიცხულია, რომ ამას არ გამოვეხმაურო, რადგან თბილისის დინამომ თავი მოგვჭრა ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. არ შეიძლება, რომ ბორის პაიჭაძის, მიხეილ მესხის, დათო ყიფიანის ქვეყნის ჩემპიონმა წააგოს 6:1, თან ვისთან, ფეხბურთელებთან, რომლებმაც გუშინ ექვსი გოლი გაგვიტანეს, დღეს კი ერთი სტომატოლოგია, პაციენტს მიიღებს, მეორე მეთევზეა და ზღვაში გავა სათევზაოდ, მესამე კი ფერმერი და გიფსოკარდონის სპეციალისტი. პროფესიებს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ნახევრად პროფესიონალური გუნდია, სამოყვარულო ჩემპიონატი აქვს ფარერებს, სირცხვილია, თავის მოჭრა, უნამუსო და სამარცხვინო გუნდი ხართ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g