LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ზურაბიშვილი: „ფაქტობრივად უარს ამბობენ კონსტიტუციაზე, მიდიან იმ გზაზე, რაც ყველასთვის მიუღებელია – იქცევიან, როგორც რუსები“

144
ოთარ ზურაბიშვილი

„იქცევიან, როგორც რუსები“, – ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ტვ პირველთან“ კომენტირებისას აღნიშნა, მთავრობა საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. 

ოთარ ზურაბიშვილი, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრანტებს კიდევ ერთხელ შეუერთდა და აღნიშნა:

,,სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას" – ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

,,სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას" – ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

„ახლა აღარ არის საკითხი ისე, რომ მარტო რუსული კანონი, საკითხს უფრო გლობალურად უნდა შევხედოთ. ეს არის მზადება მომავალი არჩევნებისთვის, ისინი ფაქტობრივად უარს ამბობენ კონსტიტუციაზე, მიდიან იმ გზაზე, რაც ყველასთვის მიუღებელია“. – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ პროვოკაციების მოწყობას არ გამორიცხავს.

მან სტუდენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.  

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის, მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავს.

გამოყენებულია Ezz Gaber-ის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g