LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოტიტი

144
ოტიტი

ქრონიკული ოტიტი არის შუა ყურის ხანგრძლივად მიმდინარე ინფექცია. დაავადების მოულოდნელი გამწვავება შეიძლება აღინიშნოს ყურის ინფექციის ან შუა ყურში წყლის მოხვედრის შემდეგ; პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გამონადენი ჩირქის სუნით; ქრონიკული ოტიტის მოულოდნელი გამწვავების პროვოცირება შეუძლია ცხვირის ან ყელის ინფექციას, გაციებას, შუა ყურში წყლის მოხვედრას შხაპის მიღებისას ან ცურვის დროს. მოულოდნელ გამწვავებას ახასიათებს უსიამოვნო სუნის ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან. ქრონიკული გამწვავებების ერთ-ერთი მიზეზია ზედაპირიდან ამობურთული წანაზარდი (პოლიპი), რომელიც შუა ყურიდან სასმენ მილში ვრცელდება. ქრონიკული ინფექციის დროს მოსალოდნელია შუა ყურში მოთავსებული მცირე სასმენი ძვლების დაზიანება, რომლებიც დაფის აპკს შიგნითა ყურთან აკავშირებს და ატარებს ბგერებს გარეთა ყურიდან შიგნითა ყურში.

ოტიტისთვის დამახასიათებელია:ყურის ტკივილი – ძლიერად გამოხატული ან ეტაპობრივად მზარდი, დაგუბება და ხმაური ყურებში, სხეულის ტემპერატურის მომატება (ბავშვებში შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს); ოტიტის სერიოზული გართულებებია სმენის დაკარგვა, შუა ყურის ანთება, სახის ნერვის დამბლა და თავის ტვინის ინფექცია. ქრონიკული ოტიტის მქონე პაციენტების ნაწილს ქოლესტეატომა უვითარდება, რომელიც ძვლებს შლის და მკვეთრად ზრდის სერიოზული გართულებების რისკს. შუა ყურის ანთების დიაგნოსტირებისთვის ტარდება ოტოსკოპია,  რომლის დროსაც ხდება გარეთა სასმენ მილის და დაფის აპკის დათვალიერება. სმენის დაქვეითების შემთხვევაში  ტარდება – აუდიომეტრია. ქრონიკული ოტიტის გამწვავებისას აუცილებელია სასმენი მილის და შუა ყურის გასუფთავება ასპირაციით და მშრალი ბამბის ტამპონით. ამის შემდეგ ინიშნება ჰიდროკორტიზონის ან ანტიბიოტიკის შემცველი ყურის წვეთები. პერფორაციის დროს ყურში წყლის მოხვედრა დაუშვებელია.

ოტიტი შესაძლებელია მიმდინარეობდეს როგორც მწვავედ ასევე ქრონიკულად .მწვავე ოტიტი გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს ცხვირიდან ან ცხვირ-ხახიდან ინფექციის შუა ყურში გავრცელების შედეგია. მწვავე ოტიტის სიმპტომებია მფეთქავი ტკივილი ყურში, სმენის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან. ჩვილ ბავშვებში ხშირია მოუსვენრობა და ძილის დარღვევა

ოტიტის დროს მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კონსულტაცია დაავადების დიაგნოსტირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები