უცნობმა ადამიანებმა Honda Accord-ებს, რომლებიც ჯერსი-სიტიში, სადილერო ცენტრის ტერიტორიაზე იყვნენ დაპარკინგებულები, ბორბლები მოხსნეს. იმისათვის, რომ პარკინგზე შესულიყვნენ, ბოროტმოქმედებმა ღობე გაჭრეს.
გარდა ამისა, უკანონოდ ტერიტორიაზე შეღწევა კიდევ ერთ ადგილობრივ ავტოსალონში დაფიქსირდა. პოლიცია დანაშაულის ადგილს იკვლევს და ანაბეჭდებს ეძებს.
ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.