LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შემდეგ ვალენსიელებს ოჯახისა თუ საკუთარი თავისთვის მეტი დრო რჩებათ

143
thumb_1024x663_valencia-sqayre-11zon

ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლამ ვალენსიის მცხოვრებლებს საშუალება მისცა ახლობლებსა თუ საკუთარ თავებს მეტი დრო დაუთმონ. ამის შესახებ მეტყველებს გამოკითხვის შედეგები, რომელიც ქალაქის საბჭომ გაავრცელა.

ექსპერიმენტის მონაწილეთა 72% აღნიშნავს, რომ ბევრად მეტი თავისუფალი დრო აქვს, რამაც მათ საყვარელი ჰობით დაკავების, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარების საშუალება მისცა. გარდა ამისა, ხალხი ძილს მეტ დროს უთმობს(64%), მეტს კითხულობს (46%) და სპორტითაც უფრო ხშირად კავდება (37%). მონაწილეთა მესამედი ღიად საუბრობს სტრესის დონის შემცირებაზეც.

სამუშაო კვირის შემცირება არამხოლოდ ვალენსიელებს, არამედ მთლიანად ქალაქს შეეხო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ექსპერიმენტის დროს ქალაქში საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობა 9,5%-ით შემცირდა, ხოლო ჰაერში მავნე გამონაბოლქვმა 58%-ით იკლო.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო კვირის შემცირების შესაძლებლობას განიხილავს ბევრი ევროპული ქვეყანა და ქალაქი. მაგალითად, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე მომავალი წლიდან ასობით გერმანული კომპანია გადადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები