LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხმა პირმა 11 300 ლარის ყალბი კუპიურა, სავაჭრო ცენტრებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღა

98
BeFunky-collage (1)

დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღეს ჯამში 11 300 ლარის ოდენობის 113 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.

“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 15 წლამდე ვადით,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები