LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ტატუნაშვილის საქმის ორი ბრალდებული და კანჯი-ოღლი მოხვდნენ

111

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულები – ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწე, დავით გურწიევი და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი, ალიკ ტაბოევი, ასევე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებული რაშიდ კანჯი-ოღლი შედიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სიაში ამ ეტაპზე შედის 33 ადამიანი, რომელმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და რომელთა მიმართ მიმდინარეობს ან მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება.

„ეს 33 პირი გახლავთ ბრალდებული ან მსჯავრდებული მძიმე დანაშაულებებისთვის. ცხადია, აქ შესულია ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული და ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯი-ოღლი, რომელიც ინტერპოლით იძებნება,“ – განაცხადა ციხელაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, განისაზღვრა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტს რეგულარულად წარუდგენენ ანგარიშს დადგენილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. ციხელაშვილის ინფორმაციით, ეს უწყებები იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან.

magti 5g