LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო აბესაძე – 1 ლიტრი საწვავის ფასი, შესაძლოა, 4 ლარი გახდეს

143
New Project

ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში საწვავის ფასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ის კვლავ მოიმატებს და 1 ლიტრის ღირებულება საშუალოდ 4 ლარი გახდება.

საწვავის ფასის გაძვირებას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:

  • ინფლაცია და ვალუტის კურსი. არასტაბილური მონეტარული პოლიტიკა და გაუფასურებული ლარი დოლართან მიმართებით.
  • ლოგისტიკური ხარჯების გაძვირება. ნავთობიმპორტიორებს საწვავის გადაზიდვის და დასაწყობების ხარჯი საშუალოდ 15% გაუძვირდათ (აღნიშნული ხარჯი ამერიკულ დოლარში განისაზღვრება).
  • საქართველოში საწვავის 80%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდიოდა და მისი ფასი დადგენილზე საშუალოდ 30%-ით იაფი იყო. რუსეთმა საქართველოში საწვავის ექსპორტი საკუთარი ბაზრის სტაბილიზაციის გამო შეაჩერა. შესაბამისად, ქართულ ნავთობიმპორტიორებს საწვავის შეძენა საშუალოდ 30%-ით ძვირად ევროპასა და აზერბაიჯანში მოუწევთ.

ოთო აბესაძის თქმით, აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი იქნება:

  • მთავრობის მხრიდან საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება (ეს ნაბიჯი ერთ ლიტრ საწვავს 50 თეთრით გააიაფებს).
  • სწორი მონეტარული პოლიტიკა (1 ამერიკული დოლარი 2 ლარი რომ ღირდეს, საწვავი საშუალოდ 30 თეთრით გაიაფდებოდა).
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები