„პრაიმშოუს“ მომღერალი ოთო ბაზერაშვილი სტუმრობდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სიმღერა ჰამლეტ გონაშვილის მოსმენით შეიყვარა.
„4 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე პატრიოტული ლექსების სწავლა „იუთუბიდან“ და უცებ სქროლვისას წავაწყდი ჰამლეტ გონაშვილის სიმღერას, „ურმული“. მომეწონა, მინდოდა შემესწავლა. მართლაც ვისწავლე და ვასრულებ კარგად…“, აღნიშნა ოთომ.