რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ ოთო და გიორგი ნუცუბიძეები ესტუმრნენ. მათ ზურაბ ბოკუჩავას სიმღერა „როგორ დავემდუროთ ბედს“ შეასრულეს და ახალი სიმღერის „გულის თქმა“ პრემიერაც შემოგვთავაზეს.
როგორი წელი იყო თქვენთვის 2019 წელი?
მიმდინარე წელს ბევრი სიმღერა არ ჩაგვიწერია, თუმცა, როგორც წესი, წლის ბოლოს იქმნება ხოლმე ჩვენი სიმღერები, არც აღნიშნული წელი ყოფილა გამონაკლისი, აი ახლაც, პირდაპირ „რადიოჰოლდინგი ფორტუნას“ ეზოში უეცრად მუზა მოგვივიდა და სიმღერაც შევქმენით, რომელსაც აუცილებლად ჩავწერთ და თქვენთან დავაპრემიერებთ.
