„იუმორინა 2024“- ში მონაწილეობას ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი მიიღებენ.
ამის შესახებ მოცეკვავეებმა „ჩვენ შოუში“ ისაუბრეს.
„ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ფილარმონიის დიდ სცენაზე ვიდგეთ“. – აღნიშნა ოთო ფოლადაშვილი.
გადაცემის წამყვანმა გია ბაღაშვილმა კიდევ ერთი სიახლეზე ისაუბრა:
„გვქონდა პროექტი მღერიან და ხუმრობენ ვარსკვლავები, მაგრამ პროექტი მღერიან და ცეკვავენ ვარსკვლავები აქამდე არ ყოფილა. „იუმორინა 2024“-ში თქვენ ნახავთ ამღერებულ ოთო ფოლადაშვილს“. – აღნიშნა გია ბაღაშვილმა.
„ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა“. – დასძინა ოთო ფოლადაშვილმა.