კომპანია ”ოტო მოტორსი” ახალ ფილიალს გახსნის. ობიექტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე განთავსდა და მისი გახსნის ცერემონია 27 მარტს გაიმართება, სადაც ”ოტო მოტორსი” ოფიციალურად წარადგენს კომპანიის სიახლეებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ავტოსერვისის უპირატესობებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალი ფილიალის პრეზენტაციაზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის, საქართველოს ავტოსფეროს წარმომადგენლები იქნებიან. ამასთან, ღონისძიებას დაესწრება გერმანული ზეთის wolver (ვოლვერის) წარმომადგენელიც. ცნობისთვის, ”ვოლვერის” ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში სწორედ „ოტო მოტორსია”.
შეგახსენებთ, საქართველოში ”ოტო მოტორსი” 2009 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ავტო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. ამასთან, 2016 წლიდან კომპანიამ მომხმარებელს ავტოსერვისიც შესთავაზა.
ამ დროისთვის ”ოტო მოტორსი” თბილისში 3 ფილიალითაა წარმოდგენილი.