LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოუშენის 14 მეგობრის“ გადაღებები იწყება – ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი, ჯულია რობერტსი ისევ მთავარ როლებში არიან

107
„ოუშენის 14 მეგობრის“ გადაღებები იწყება - ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი, ჯულია რობერტსი ისევ მთავარ როლებში არიან

ჯორჯ კლუნიმ გაამხილა, რომ კინოკომპანია „ვორნერ ბროსმა“ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ბიუჯეტი ახალი ფილმის „ოუშენის 14 მეგობრის“ გადასაღებად, რომელიც ლეგენდარული ფრენჩაიზის გაგრძელება იქნება. მსახიობმა ეს ამბავი E! News-თან ინტერვიუში გააზიარა და დასძინა, რომ ახლა ყველაფერი გადამღები ჯგუფის გრაფიკზეა დამოკიდებული.

კლუნის თქმით, გადაღებები, სავარაუდოდ, 10 თვეში დაიწყება, ანუ 2026 წლის შემოდგომაზე. ამჟამად გუნდი პროექტის ყველა მონაწილის გრაფიკს ათანხმებს.

კლუნის გარდა ფილმში ისევ გამოჩნდებიან ბრედ პიტი, მეტ დეიმონი, დონ ჩიდლი და ჯულია რობერტს. კლუნიმ აღნიშნა, რომ ისინი დღემდე ახლო მეგობრები არიან და ერთად მუშაობის შესაძლებლობა ნამდვილი სიამოვნებაა. ინტერვიუს წინა დღეს მან რობერტსთან ერთადაც ივახშმა.

ორიგინალი ტრილოგია 2001 წელს გადაიღეს, 1960 წლის კლასიკური ფილმის რიმეიქით. „ოუშენის თერთმეტმა“ 450 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, „ოუშენის თორმეტმა“ – 362 მილიონ დოლარი, ხოლო „ოუშენის ცამეტმა“ – 311 მილიონ დოლარზე მეტი. 2018 წელს სპინ-ოფმა „ოუშენის რვა“, რომელშიც მხოლოდ ქალი მსახიობები მონაწილეობდნენ, 297 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

კვლავ ერთად – „ოუშენის მეგობრების“ მორიგი ნაწილის გადაღებები იწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები