LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

OXY- წყალი, რომელიც ენერგიით აგავსებთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ, საქართველოშია

1461
ყ

სიახლე ქართულ ბაზარზე – წყალი, რომელიც ენერგიით აგავსებთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ, ადგილობრივ სააფთიაქო ქსელში იყიდება.

ჟანგბადიანი წყალი OXY – ასე ჰქვია სტაბილიზებული ჟანგბადით გამდიდრებულ სასმელ წყალს, რომელიც საქართველოს მასშტაბით „ფარმადეპოსა“ და „ჯი-პი-სის“ ქსელში იყიდება და რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაშივე იწარმოება. მწარმოებელი კომპანია შპს „ოქსი-ჯია“.

აღსანიშნავია, რომ სტაბილიზებული ჟანგბადით გამდიდრებული წყალი უზრუნველყოფს ორგანიზმს ჟანგბადის დამატებითი რაოდენობით, რომლის რაოდენობაც კლებულობს სხვადასხვა შხამების, ტოქსინების და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით. ჟანგბადი ავსებს ორგანიზმში ისეთ დანამატებს, როგორებიცაა: ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სტაბილიზებული ჟანგბადი მზადდება ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით, წვეთების ფორმით და გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისას და პროფილაქტიკისთვის:

1.კომპლექსური მკურნალობა გაციებისას და ინფექციური დაავადებების დროს;

2.გულის იშემიური დაავადება, მწვავე და ქრონიკული ფორმები;

3.კანის დაავადებები, მათ შორის: ფსორიაზი, მწერები ნაკბენები…

4.სტრესული სიტუაციების დროს და სპორტსმენების ფიზიკური გამძლეობის ამაღლების მიზნით;

5.სტომატოლოგიური დაავადებების დროს და სხვა…

როგორც აღნიშნული წყლის მწარმოებელ კომპანია „ოქსი-ჯიში“ აცხადებენ, ჟანგბადიანი წყალი OXY = ჯანმრთელობას, ენერგიას, სილამაზეს, ჰარმონიას, კომფორტს.

„სტაბილიზებული ჟანგბადით გამდიდრებული სასმელი წყალი დამატებითი ჟანგბადის წყაროა ჩვენი ორგანიზმისთვის. ჟანგბადის გარეშე ჩვენი სხეულის უჯრედები ვერ ახერხებენ სწორად ფუნქციონირებას. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ჟანგბადის ნაკლებობა შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების წარმოშობის მთავარი მიზეზი. პრაქტიკოსი ექიმები და დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ჟანგბადი თამაშობს მთავარ და მნიშვნელოვან როლს ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში“, – განმარტავენ „ოქსი-ჯიში“.

მათივე ინფორმაციით, ის, რაც ჟანგბადიანი წყალი OXY -ის მიღების დროს უნდა გაითვალისწინოთ: სტაბილიზებული ჟანგბადით გამდიდრებული წყლის პირველადი მიღებისას შესაძლებელია შეიგრძნობოდეს მცირედი კუჭ-ნაწლავის აშლილობა, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ხდება ორგანიზმის გაწმენდა ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ეს შეგრძნება არ არის საშიში და ის სწრაფად გაივლის.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ფეისბუქ გვერდზე – ჟანგბადიანი წყალი OXY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g