LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოზემპიკის ეპოქაში, ვამაყობ ჩემი სხეულით“ – „პლუს-საიზ“ მოდელი, ჰანტერ მაკგრეიდი

330
page

გაიცანით, 31 წლის ამერიკელი მოდელი, ჰანტერ მაკგრეიდი. გოგონა მოდელობაზე 16 წლის ასაკიდან ოცნებობდა, თუმცა მისი აღნაგობა მოდელის პარამეტრებისგან მეტისმეტად შორს იყო.

ის მაინც არ დანებდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „პლუს-საიზ“ მოდელია, უამრავ ჩვენებაში იღებს მონაწილეობას და გლამურული ჟურნალების გარეკანსაც ხშირად ამშვენებს.

ახლახან მოდელმა ინტერვიუში რთულ გზაზე ისაუბრა, რომლის გამოვლაც მას წარმატების მისაღწევად დასჭირდა.

„იმისკენ მივილტვოდი, რისი მიღწევაც მე არ შემეძლო, შემდეგ ჩემი პიროვნება გავზარდე და ახლა მადლიერი ვარ ჩემი ფორმების. ოზემპიკის ეპოქაში, ვამაყობ ჩემი სხეულით“, – აცხადებს ჰანტერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები