ცნობილი ხდება, რომ მუსიკოსმა რომანი 22 წლით უმცროს თმის სტილისტთან გააბა, რაც ოზის ცოლთან დაშორების მიზეზი გახდა.
მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც შერონმა ქმრის ღალატის შესახებ გაიგო, ოზი სახლიდან გააგდო. მისის ოსბორნი მომხდარის გამო შოკირებული არ ყოფილა, უბრალოდ, მას ძალიან მობეზრდა ქმრის საქციელის ატანა და გადაწყვიტა, 34 წლიანი ქორწინებისთვის წერტილი დაესვა.
თუმცა, წყვილი ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა, საბოლოოდ კი მათ ცალცალკე ცხოვრება 2013 წელს გადაწყვიტეს. მაშინ შერონმა ოზის ულტიმატუმი წაუყენა – ოჯახს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეეშვებოდა.