ოზურგეთის ცენტრში სუპერმარკეტი “მოდერნი” დააყაჩაღეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შემთხვევა დღეს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტში ნიღბიანი პირი შეიჭრა და დანის მუქარით, მოლარე-ოპერატორისგან 1000 ლარამდე თანხა წაიღო.